ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას პირადობის მოწმობის გაცემის წესი, რომლის მიხედვით სავალდებულოა, ე. წ. ჩიპიანი „აიდი“ ბარათები იყოს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ექსპერტები.
კოლეგიამ 26 დეკემბერს წარმოებაში მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ბიომეტრიული პასპორტების გაცემის წესის შეცვლასაც, თუმცა სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი წარმოებაში არ მიიღო.