აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში თუშეთში ინფო-ტური მოეწყო.
ტურის მონაწილეებმა სოფელ ომალოში, დართლოში, ჯვარბოსელში, დიკლოსა და შენაქოში კულტურული ძეგლები მოინახულეს და თუშურ სამზარეულოს გაეცნენ. პროექტის მიზანი თუშეთში ადგილობრივი ნაწარმის პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა.