აღკვეთის ღონისძიება 9 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შემოტანაზე - დანაშაულებრივი სქემის დეტალები

რა სქემით მოხდა ქვეყანაში 9 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შემოტანა. საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ნარკოტიკები საქართველოში ამანათების საერთაშორისო კომპანიით გამოგზავნეს და ინფორმაცია ამის შესახებ ქართველ სამართალდამცველებს გერმანელმა კოლეგებმა მიაწოდეს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის ადვოკატი და ამბობს, რომ გიორგი კიკვილაშვილი არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლია. დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიციები და დანაშაულებრივი სქემის დეტალები – გენო ოსიყმაშვილი მოგიყვებათ.