შსს-მ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

ნარკოტიკული საშუალებები კი ნივთმკტიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.