დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი “მეტადონი” და ნარკოტიკული საშუალება “კოდეინის” შემცველი 350 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი