მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს, ის ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩება. გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.