აღკვეთის ღონისძიება

ქობულეთში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.აღკვეთის ღონისძიება ერთ პირს – უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, რომელმაც შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ქვეყანა დატოვა, დაუსწრებლად შეეფარდა. სამი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვაშია ბრალდებული. დღეს პროცესზე დაკავებულები ახალ გარემოებებზე ალაპარაკდნენ, განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულისგან განიცდიდნენ მუქარას, დანაშაული კი შიშის გამო დაფარეს. პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მოტივად ამ დროისთვის ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკება სახელდება. წინასასამართლო სხდომა 18 ივლისისთვის ჩაინიშნა.