სასამართლომ პატიმრობა განუსაზღვრა აღკვეთის ღონისძიებად სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ მკვლელობასა და სამი ადამიანი დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს. პროცესზე დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების პოზიცია და ორივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. ჯუანშერ ტურიაშვილი ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალს არ ეთანხმება.
გამოძიება ალექსანდრე ტურიაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ჯუანშერ ტურიაშვილს კი, მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრას ედავება. წინასასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.
მოამბე