აგარის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი

ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება თვეების წინ დახურული საწარმოს 500-მდე თანამშრომელიც.

აგარის შაქრის ქარხანაში დასაქმებულები აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ.  სამუშაო ადგილის გარეშე დარჩენილები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან იყვნენ შეკრებილები. თავის დროზე ინვესტორმა საწარმოს საქმიანობა იმ მოტივით გააჩერა, რომ წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქტს ფასის გამო კონკურენციას ვეღარ უწევდა. შექმნილ მძიმე სიტუაციაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ასრულებს, რომელმაც ინვესტორთან მოლაპარაკებები დაიწყო.

სანდრო ჯუფალაკიანი იმყოფება მთავრობის კანცელარიასთან.