აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მწვანე პასპორტების წინაღმდეგ შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა, მორიგი საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართა. მათი თქმით, მათთვის დისკრიმინაციული და მიუღებელია ადამიანების ამ ნიშნით დაყოფა და კონკრეტულ სივრცეებში გადაადგილებაზე წვდომის შეზღუდვა. ისინი ასევე არ ემხრობიან მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღებას. აქციის მსვლელობისას მცირე ინციდენტი მოხდა, რის გამოც  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც საპატრულო პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა, სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.