მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა საკუთარ ქვეყანაში მიიწვია

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა საკუთარ ქვეყანაში მიიწვია, – ამის შესახებ პაველ ფილიპმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ სტუმარს  პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, მოგვიანებით კი გაფართოებულ ფორმატში, მინისტრებთან ერთად იმსჯელეს საერთო გამოწვევებსა და პროექტებზე.

ორი ქვეყნის ფინანსთა და კულტურის სამინისტროებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის დოკუმენტები. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნებმა ბოლო წლებში განსაკუთრებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბეს, რომელიც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება.