აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებასა და ზოგადად, ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ჯემალ გამახარიას განცხადებით, აღნიშნული აქტი ხვალ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად გაბათილდება. მისივე თქმით, ლეგიტიმური ხელისუფლება აპირებს, რომ საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე მკაფიოდ დადგეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ – გამოხმაურება თბილისში