ჯემალ გამახარიას განცხადება

გალის რაიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ჯემალ გამახარიას თქმით,  მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. მისი განცხადებით, ვერ ხერხდება ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა გალის რაიონში.