1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული იდენტიფიცირებული პირები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე – სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ოთხი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.