აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს - მიხეილ ჯინჭარაძეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში ხვალ გაიმართება, დაკრძალვის ცერემონია კი ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.
მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ბრძოლაში დაიღუპა. ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.