საფლავთა კურთხევის დღე ძმათა სასაფლაოზე

დილიდან ხალხმრავლობა იყო მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე. ომში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მათი ოჯახის წევრები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და თავდაცვის მინისტრი. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევის დღეა.