აფხაზეთიდან კიდევ ერთი მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს
აფხაზეთიდან კიდევ ერთი მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს

აფხაზეთიდან  დღეს, 1992 წელს დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს.

როგორც პირველ არხს მიხეილ ჯინჭარაძის შვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძემ განუცხადა, აფხაზეთში მცხოვრები ნათესავების, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, მამის ცხედრის გადმოსვენება 25 წლის შემდეგ შეძლეს.

მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ბრძოლებში დაიღუპა. მისი საფლავი ოჯახმა ზუსტად იცოდა.

მიხეილ ჯინჭარაძე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.