აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს – მიხეილ ჯინჭარაძეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

15:32, 22.12.2017

აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში ხვალ გაიმართება, დაკრძალვის ცერემონია კი ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.

მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ბრძოლაში დაიღუპა. ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

მსგავსი