აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში იმყოფება. მისი განცხადებით, ის საქართველოში საგამოძიებო უწყებაში ახალი მტკიცებულებების გასაცნობად ჩამოვიდა. მუხთარლის განცხადებით, სოსო გოგაშვილის მიერ ორი თვის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთნენ. მისი განმარტებით, ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა საქმეში, დასჯილი უნდა იყოს. უახლოეს დღეებში ის აპირებს პრემიერ-მინისტრის სახელზე და პარლამენტში შეიტანოს განცხადება შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.