ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ერთწლიანი კვლევის თანახმად, ნავთობიმპორტიორები მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში საწვავზე არარეალურ ფასს სთავაზობენ.
აფბას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე, საწვავის ფასი ქვეყანაში თითქმის 19 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა იმავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 10 პროცენტით იყო დაწეული, ხოლო ლარი დოლართან მიმართებთ, 8 პროცენტით გამყარებული.
კვლევის შედეგებს არ ეთანხმება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი.