რას ელოდებიან ბათუმელები მომავალი მერისგან – ზღვისპირა ქალაქის მთავარ გამოწვევად ადგილობრივები ქაოსურ მშენებლობებს ასახელებენ და ახლად არჩეული მერისგან პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. კიდევ ერთი მოთხოვნა პანდემიით დაზარალებული ტურისტული სექტორისთვის შეღავათების დაწესებაა. ბათუმის მოსახლეობას სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობა და გზების და წყალმომარაგების საკითხიც აწუხებთ.