მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მინაწილეებმა მსგავსი აქცია კვირასაც გამართეს და მთავრობას მათთვის მუშაობის უფლების აღსადგენად 48-საათიანი ვადა მისცეს.

ამასთან, აქციაზე მივიდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. აქციაზე ასევე მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში, სამათავრობო დაწესებულებების პიკეტირებას მიმართავენ.

დატოვე კომენტარი