ბათუმის მერობის კანდიდატების გეგმები

ბათუმელების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება მერობის ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთს მოუწევს.

მათ შორის ერთი ახლა ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. ყველა კანდიდატის საარჩევნო ხედვასა და სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მშენებლობებს და განაშენიანების გენერალურ გეგმას, აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ინვესტიციების მოზიდვაზე. საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად მოქალაქეებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.