ადგილობრივები მთაწმინდაზე მშენებლობას აპროტესტებენ

მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობის გარშემო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მწვავდება. მიზეზი ყიფიანის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს ტერიტორიაზე კლდის ნაწილის ჩამოშლაა. ნგრევის გამო, შემოდგომაზე დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, მერიის მოთხოვნით, დროებით შეჩერებულია. მთის ძირში მიმდინარე მშენებლობის კანონიერების დასადგენად დავა გრძელდება სასამართლოშიც. დეველოპერულ კომპანიას ადგილობრივები უჩივიან.