მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მე-2 ტური იმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია და ერთი საათია, ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი მეთორმეტე უბანზე.

შეგახსენებთ, თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

თემის დეტალები „მოამბეში“.