ადამიანის უფლებათა კომისრის მხარდაჭერა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ „ტვიტერში“ წერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. „ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, უერთდება ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფად იმოქმედონ, რათა შეაჩერონ ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, – წერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე