სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში მოხვდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეები.