ნინო ლომჯარია - საჭიროა, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით ყურადღება დაეთმოს პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებს
ნინო ლომჯარია - საჭიროა, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით ყურადღება დაეთმოს პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებს

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ნარკომანია პრობლემას წარმოადგენს.

როგორც ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ანგარიშს წარდგენისას აღნიშნა, არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფარმაცევტული ნარკომანია პრობლემაა.

„პრობლემას წარმოადგენს ნარკომანია საქართველოში. მომხმარებელთა რაოდენობა არის მაღალი. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების რაოდენობა ძალიან მაღალია. თუმცა მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული რეპრესიული პოლიტიკა ძირითადად მიმართულია ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ, მათი იდენტიფიკაციისკენ და ძირითადი რესურსი სწორედ მიემართება ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყოს პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ინიცირებულია პარლამენტის მიერ. სახალხო დამცველი ამ თვალსაზრისით მხარს უჭერს შესაბამისი რეფორმის გატარებას, სადაც აქცენტები სწორედ პრევენციაზე და რეაბილიტაციაზე იქნება გაკეთებული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.