„ადამი მედია პრიზი“ 2021-ის შერჩეული რვა საუკეთესო პროექტი უკვე ცნობილია. მათ შორის სამი ქართული პროექტია. ელენე ცინცაძის „პატიმარი დაღესტნიდან“ , თამარ მშვენიერაძის „ლომი, რომელიც იცავს ქალაქს“ და ანა ბარჯაძის „მწარე შაქარი“. დღეიდან ხმის მიცემა იწყება და შესაძლებლობა გეძლევათ რჩეული გამოავლინოთ. ნომინანტები 10 დეკემბერს, საქართველოში, პირდაპირი ეთერის საშუალებით წარადგენენ პროექტებს. რვა პროექტიდან გაიმარჯვებს ორი: ჟიურისა და ხალხის რჩეული.