აჭარის უმაღლესმა საბჭომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია მიიღო
არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
უმაღლესი საბჭო გმობს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
რეზოლუციით ასევე დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული ქმედებები.
აჭარის უმაღლესი საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის მიღების პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ ესწრებიან.