აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა

აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა. ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანიამ დაამზადა, რომელსაც კვლევისა და დაკვირვების დანადგარებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტისთვის მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 9 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.

ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები.