„ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია

12:46, 11.11.2021

ანსამბლ „ერისიონს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება. პროექტის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა. უწყებამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 180 ათასი ლარი გამოყო. საუბარია ხეთაგუროვის 26 ნომერში არსებული 5 000 კვადრატული მეტრის ფართის შენობაზე. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი მიმდინარე თვეშივე გამოცხადდება. რეაბილიტაციის სამუშაოების ჯამური ღირებულება 14 მლნ. ლარია.

მსგავსი