თეა წულუკიანი ფოთის თეატრში

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სენაკსა და ფოთს ეწვია. თეა წულუკიანი აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა, დაათვალიერა თეატრის ახლადგარემონტებული შენობა და თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებთან შეხვედრა გამართა. თეატრის სრული რეაბილიტაცია 2016-2020 წლებში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ფოთში სტუმრობისას კი, მინისტრმა ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობა დაათვალიერა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ თეატრი ფოთის ფოლკლორის ცენტრის შენობაშია შეხიზნული. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გაიწეროს პროექტი. შესაბამისი ექსპერტიზის გავლის შემდეგ კი, შენობის განახლების პროცესი დაიწყება.

მოამბე

დატოვე კომენტარი