შრომით უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების თემატიკაზე დღეს თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.
საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების ყოველწლიურ სუბრეგიონულ შეხვედრაში სულ 9 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოს შრომის კანონმდებლობა და საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე ევროპული გამოცდილება და რეგიონული პრობლემები.
კონფერენცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების გენერალური მდივანი იან ვილლემ გუდერიანიც.