მეკობრეები, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან, შესაბამისად უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მას აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელთან და ასევე დაუკავშირდა გემზე დარჩენილ ქართველ მეზღვაურსაც. თამარ იოსელიანი ადასტურებს, რომ მეზღვაურების გატაცების დროს ადგილი ჰქონდა სროლას, თუმცა, გასროლის დროს არავინ არ დაშავებულა.
შეიარაღებულმა პირებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან ათი მეზღვაური გაიტაცეს, გატაცებულებს შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა.