თელავის სავიზიტო ბარათად მიჩნეული 900 წლოვანი ჭადარი, ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა.
ინიციატივა მდგრადი განვითარების კახეთის რეგიონულ ცენტრს ეკუთვნის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელსაც მხარი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაუჭირა და უხუცეს ხეს სტატუსი მიანიჭა.
რას ითვალისწინებს ჭადრისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი და რატომ არის თელაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ტურისტულად მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ადგილი, – ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი თელავიდან.