ორიგინალური პლატფორმა ქართველი რეჟისორებისთვის.
კინო-ხელოვანებს საკუთარი იდეების წარდგენის საშუალება, ამჯერად 90-წამიანი ფილმების კონკურსზე მიეცემათ. ეს არის დიდი ბრიტნეთის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი და თბილისის საერთაშორისო კინო-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. კონკურსის მონაწილეებმა სათქმელი ერთ წუთსა და 30 წამში უნდა ჩაატიონ, სხვა მხრივ მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ.