ვენეციის ფესტივალი

29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ვენეცია უძველეს საერთაშორისო კინო ფესტივალს უმასპინძლებს.

რიგით 75-ე ფესტივალს დემიენ შაზელის ფილმი გახსნის. გაიმართება ასევე ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტის „ვარსკლავის დაბადების“ მსოფლიო პრემიერა. მთავარ საკონკურსო პროგრამაში ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.  ფესტივალზე მოეწყობა ტერენს მალიკის 2011 წელს გადაღებული სიცოცხლის ხის სპეციალური ჩვენება.

წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტი გილერმო დელ ტოროა.

თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი.

დატოვე კომენტარი