ლია მიქაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავები გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძესა და ალექსანდრა მაჭავარიანს. პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ტელეწამყვანის ოჯახს.