ჯერ ისევ ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა სოფელ საყავრეს ტყეში. ამ დროისთვის ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, შემცირებულია დაკვამლიანების არეალიც, თუმცა, რჩება რამდენიმე მცირე კერა. მის დამუშავებას კი, ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცდილობს.
დილიდან პროცესშია ჩართული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. რელიეფი და მეტეოროლოგიური პირობები რთულია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ვაკო ორმოცაძე ადგილზე დილიდან მუშაობს და ბოლო ინფორმაციას ახლა სწორედ ის მოგვაწვდის.