8 წლის გოგონას მკვლელობა გორში

რვა წლის ბავშვის შემზარავი მკვლელობის საქმე გახსნილია.

33 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცეკვის გაკვეთილზე წასული გოგონა გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მდინარის პირას მოკლული იპოვეს. ცხედარზე წამების კვალია. პირი, რომელიც გორში მომხდარ სასტიკ დანაშაულშია ბრალდებული, გარდაცვლილის მეზობლად ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა და გოგონა მას, სავარაუდოდ, იცნობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საქმეშიც ფიგურირებს.