„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრისგან გადარჩენილ პროდუქციას ახარისხებენ
„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე, ხანძრისგან გადარჩენილ პროდუქციას ახარისხებენ მაღაზიების მეპატრონეები. ადგილზე იმყოფებიან „ლილო სითის„ მფლობელებიც. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით.
დამწვარი მონაკვეთის სიღრმეში შესვლა შეზღუდულია, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალისტები რჩებიან. პერიმეტრს სამართალდამცველები და სპეციალისტები აკონტროლებენ.
ლილოში წუხელ ხანძარი გაჩნდა. შედეგად დამწვარია დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი.
ადგილზე 17 სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.