ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთაწმინდელებს სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ, კერძოდ კი ავარიული და ძეგლისსტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი. მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთ სფეროში დანაპირები ვერ შეასრულა.