6 ივლისიდან კოლეჯებში სწავლა განახლდება

ხვალიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, ფოთისა და ოზურგეთის კოლეჯებს ესტუმრა და პირადად გაეცნო რამდენად შესაბამისობაშია სასწავლო დაწესებულებებში არსებული ვითარება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან.