კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა.
„სელფი მობაილი“ №2 კომბინირებული ლოტის, ასევე, №18, №19, და №24 ცალკე მდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა. ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, „სელფიმ“ დადგენილი თანხის 30% ერთი თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, ოპერატორს გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი დაუშვას.