გორში, 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი დაკრძალეს.
მოკლული გოგონას ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა.
სამძიმრის სათქმელად ადგილზე შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე იმყოფებოდა, რომელიც საგამოძიებო პროცესს ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და დაემატა 141 მუხლი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. საბანაძის განცხადებით, არის ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე გამოძიება გრძელდება 14 წლის წინანდელ ფაქტზეც, როდესაც ახალგაზრდა ბავშვი გაიტაცეს და რომლშიც ოჯახის მტკიცებით, სწორედ ამ საქმის ბრალდებული ფიგურირებდა.