მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მალე შესაძლოა სხვა დასახლებებმაც მიიღოს. მათ შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ყველა სოფელი. 4 წლის წინ დამტკიცებულ მთის კანონში ცვლილებებია მოსალოდნელი. გადაიხედება კრიტერიუმები, რომლითაც კონკრეტულ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება. ეს კი ავტომატურად იქ მცხოვრები ოჯახებისთვის არაერთი შეღავათის დაწესებას გულისხმობს. ცხრიდან ექვს თვემდე მცირდება საცხოვრებელ პერიოდთან დაკავშირებული კრიტერიუმიც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი მაღალმთიანი სოფლის მცხოვრების სტატუსს იღებს.