კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 57 ოჯახს „დირსის“ კომპლექსში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. მათ თბილისის მერი შეხვდა.
ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულა იყო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 250-მდე ოჯახს გადასცა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები.