57 ოჯახს „დირსის“ კომპლექსში საცხოვრებელი ფართები გადასცეს

15:23, 10.04.2019

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 57 ოჯახს „დირსის“ კომპლექსში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. მათ თბილისის მერი შეხვდა.

ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულა იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 250-მდე ოჯახს გადასცა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები.

 

მსგავსი