51-ე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 კვ. მ. ფართობი დაიწვა
სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები 51-ე საჯარო სკოლასთან, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახს მოედო.
დამწვარია სკოლის ინვენტარი და დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ერთ-ერთი ვერსიით, აალება, სავარაუდოდ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც სპეციალური ტექნიკით ხორციელდება. ზუსტ მიზეზს, გამოძიება დაადგენს.
სკოლის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.